ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან
“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.
როგორც “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება.
“გავაგრძელებთ საქმიანობას, მათ შორის ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გუშინ გამოცხადებული ე.წ. გერმანული მოდელი დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა. ეს მოდელი აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ვერ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ გვითხრას როგორ ვიცხოვროთ 2020-ში და 2024-ში,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.