გიორგი მარგველაშვილი: არ იციან ისტორია, პოლიტიკა, არ იციან რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი

საინტერესო მხოლოდ ქართველი ხალხის ნებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ამ შეურაცხყოფას არ მიიღებს.

“არ არის საინტერესო რას გამოაცხობს ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” ე.წ. პოზიციის სახით. საინტერესოა მხოლოდ ქართველი ხალხის ნება, რომელიც მე ბოლო 30 წლის განმავლობაში შეცვლილი არ მინახავს. ქართული საზოგადოება სულ ამბობდა, ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები თავისუფალი ქვეყნის, ნუ გვიშლით ამაში ხელს. ამის გარდა, დანარჩენი საინტერესო არ არის, რა განცხადებას გააკეთებენ, რა მოდელს შემოგვთავაზებენ. ერთი არის ფაქტი, რომ საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, თაღლითურ სქემას არ მიიღებს, რომელსაც ხან ერთი, ხან მეორე ხელისუფლება სთავაზობს საზოგადოებას. არ იციან ისტორია, პოლიტიკა, არ იციან რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი”, – განმარტა მარგველაშვილმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები