პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.