საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბანკის ორგანიზებით “შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებთან არაფორმალური განათლების თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რასაც მათ ბანკი საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტებით აძლევს. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა გაუზიარეს. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ანდრო დგებუაძის “ვორკშოპში” მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა “ტექნოლოგიური განვითარება და ადამიანის თვითობა – იფიქრე, იგრძენი, იმოქმედე“ იყო.

უნივერსიტეტის სტუდენტებს “სტარტაპ ლანჩობის“ დამაარსებელმა,ნიკო რეხვიაშვილმა გაუზიარა საკუთარი შეხედულებები პრობლემებზე, როგორც შესაძლებლობებზე. იმაზე, თუ როგორ გადავაქციოთ ყოველდღიური პრობლემების ტარტაპებად და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, როგორც ახალი გამოწვევები. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის “Social impact award”-ის გამარჯვებულებმა რიზვან ტოხოსაშვილმა და ნიკა შინჯიკაშვილმა სტუდენტებს საკუთარი იდეა “Si App” – მობილური აპლიკაცია გააცნეს, რომელიც კრიპტოვალუტას სიარულისა და სირბილის დროს გამოიმუშავებს. გამომუშავებული კრიპტოვალუტის გამოყენება სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის შესაძენადაა შესაძლებელი. აპლიკაცია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რათა საუკეთესო გამოცდილება გაიზიარონ, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ საკუთარი ოცნებები განახორციელონ. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლებაა. ამ მიმართულებით ბანკი ბევრ პროექტს აფინანსებს და ახორციელებს. რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ბანკმა შეხვედრები ზაფხულში დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისის “აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები სტუდენტებს წარმატების ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებლობებზე და მოტივაციაზე ესაუბრნენ.
R