დავით ჩიხელიძე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “IRI” ნაციონალური მოძრაობის დანამატი, მიკერძოებული ორგანიზაციაა

“დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი “IRI” ნაციონალური მოძრაობის დანამატი, მიკერძოებული ორგანიზაციაა. მისი თქმით, “IRI”-ის მიერ ჩატარებული კვლევები რეალობისგან შორსაა.

“როგორც წესი “IRI”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოებაში ღიმილს იწვევს და მისი სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, რადგან “IRI”-ის წარსულმა საქმიანობამ გვაჩვენა, რომ მათი კვლევა შორს არის რეალობისგან და ჩნდება განცდა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ატარებენ. გვახსოვს 2012 წლის კვლევა, რომლის დროს “IRI”-ის კვლევასა და რეალობას შორის კოლოსალური ცდომილება დაფიქსირდა (20% ზე მეტი) “IRI”-ის წარმომადგენელი კი აცხადებდა, რომ კვლევის ცდომილება 2%-ის ფარგლებში იყო. ორგანიზაციამ მსგავსი “წარმატებით” ჩაატარა 2016 წლის კვლევა, რომლის დროსაც ტრადიციას არ უღალატეს და კვლევის ცდომილება კვლავ რამდენიმე ათეული პროცენტი იყო. 2012 წლის კვლევა “IRI”-თვის გარკვეულწილად დამოკლეს მახვილად იქცა, რაც მათი კვლევის არასერიოზულობას და არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ის, რომ “IRI” კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ატარებს, შემთხვევით არ მითქვამს, რადგან როგორც ცნობილი გახდა, “IRI”-ის თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური ლობისტი გახლავთ, შემანი გარდა იმისა, რომ არის “IRI”-ის თავმჯდომარის მოადგილე, ის ასევე არის, “Orion Strategies”-ის მფლობელი, აღნიშნული კომპანია, კი ამერიკაში ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ ლობისტად არის რეგისტრირებული (დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს) ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვის ინტერესებს ატარებს “IRI”. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “IRI” გახლავთ რიგითი, ნაციონალური მოძრაობის დანამატი, მიკერძოებული ორგანიზაცია. ბოლოს კი დავძენ, რომ არსებობს საზოგადოების აზრის კვლევა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, “IRI”-ის მუშაობა კი არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს!”,- განაცხადა ჩიხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები