სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი მათ შორის, “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

აქციის მონაწილეები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ვაჟა-ფშაველას გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოძრაობა “გაბედეს“ წევრები ცდილობენ პოლიციას დაკავებულების წაყვანის უფლება არ მისცენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები