კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა ედებათ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იყვნენ დასაქმებული.
დაკავებულებს რვადღიანი პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგაც არალეგალებს დეპორტაცია ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები