შსს: გამოძიება დაწყებულია ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ”, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შსს-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები