ბოლნისის დასავლეთ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის გაყვანის სამუშაოები დეკემბრიდან დაიწყება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა აზერბაიჯანული კომპანიის “აკელიკ-გრუპის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრაზე “მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობის“ პროექტის დეტალები განიხილეს.

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, “აკელიკ-გრუპის“ წარმომადგენლებმა მერს ინფრასტრუქტურული პროექტის ნახაზები გააცნეს.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სიტემა მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონუსური ჭები და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამუშაოები დეკემბერში დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები