აქციის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ სამი პირი დააკავა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციის, სავარაუდოდ, სამი წევრი დააკავეს.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უცნობია რატომ დააკავეს ეს ადამიანები, რადგან მისივე ინფორმაციით, ისინი ტროტუარზე იდგნენ და უკანონობას არ ჩადიოდნენ.
მისივე თქმით, დაკავებულები არიან: ნიკუშა ფარულავა, ბექა პაპასკირი და ოთო შენგელია.
“კვირას” შს სამინისტროში სამი პირის დაკავება დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ისინი 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.
ქართული ოცნების ოფისთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები