აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები