გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას გრაიფსვალდის უნივერსიტეტის კრიმონოლოგიის კათედრის გამგემ, დოქტორმა სტეფან ჰარენსდორფმა სიტყვით მიმართა.

მკვლევარებმა პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოში მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, მათ რაოდენობრივ თუ შინაარსობრივ სტრუქტურასა და გამოყენებული სასჯელის პრევენციულ მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების განვითარებას განმეორებითი დანაშაულის შემცირების მიმართულებით.

საქართველოში, აღნიშნული კვლევა, პირველად 3 წლის წინ პროკურატურის ინიციატივით დაიწყო. მოგვიანებით, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე გერმანული მხარე.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ძირითადი მიზეზებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შედეგების განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები