დავით ჭიჭინაძე: “ნაცებთან” შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილების და “აფთიაქარების” გამო ვარ “ოცნებასთან” დაპირისპირებული

“თუ უნდათ რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი, მაშინ იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძე​მ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს.

“ნაცებთან” შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილების და „აფთიაქარების“ გამო ვარ მე ოცნებასთან დაპირისპირებული!​
​​რაც შეეხება ივანიშვილს, ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი პოლიტიკური არაგამჭრიახობა, რადგან კალაძის ხელი ჩანს ყველგან. სწორედ კალაძეს ჰყავს ამ ეტაპზე 22 მაჟორიტარი და თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის გახდება ყველაზე წამყვანი ფიგურა, მთელი ადმინისტრაციული რესურსით.
ზოგადად კი, ადამიანები, რომლებსაც შიათ, შემოსავალი ყოველ დღე უმცირდებათ, მათ სულ არ აინტერესებთ მაჟორიტარული იქნება, თუ პროპორციული. ამიტომ “ოცნებამ” საკუთარი სათავეში დარჩენის გეგმა კი არა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები