კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ორი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მამაკაცს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები