გიორგი რურუა მოსამართლეს: როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს

როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, გიორგი რურუამ მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, დნმ-ის სინჯის აღება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

“როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს და სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამიტარეს ჩხრეკა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ ამიღო კისრის არიდან დნმ-ის სინჯი“, – განმარტა ბრალდებულმა.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები