რომან კაკულია კობა გვენეტაძეს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

0

ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის, – ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

პარლამენტარის განცხადებით, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

“სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო ფაქტორი, მეორე არის პოლიტიკური ფაქტორი და ძირითადად ახლა ეს არის ლარის კურსი. ეს პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და ასე შემდეგ, მოქმედებს უფრო მეტად.

მე გიცნობთ თქვენ, როგორც პროფესიონალს თქვენი საქმის, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო ამ „გაიდლაინების“ გასწვრივ ზუსტად და ყოველთვის არ ითვალისწინებდა საკმარისად იმ კონტექსტს, რომელშიც ეს გაიდლაინები უნდა გაითვალისწინონ.

მე დამრჩა, სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი, შესაძლებელია, იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ახლა დეტალებში ვერასდროს ჩამოვლენ და ამ გაიდლაინებს თქვენ მიჰყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც პოზიციებზე ვართ, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ჩვენც უნდა ვისაუბროთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ, ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო“, – აცხადებს რომან კაკულია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

კომენტარები

კომენტარი