სტოლტენბერგი – ნატო დაეხმარება და მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე

ნატო დაეხმარება და მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები