მდინარაძე მაჟორიტარების ინიციატივაზე: საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება ტექნიკურად მარტივი არ იქნება ​

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, პარლამენტში მაჟორიტარების ინიციატივის დარეგისტრირება ტექნიკურად მარტივი არ იქნება.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესს უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა დასჭირდება.
“ვინც ამბობს და ამ მოსაზრებას ავითარებს, რომ მთლიანად მაჟორიტარული კარგია, ამერიკული, ფრანგული თუ ბრიტანული მოდელი, მათ სჭირდებათ უკვე ჩვენი მხარდაჭერა და ამიტომ, ტექნიკურად შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მარტივად გატანა. მე დღეს შეიძლება ზედმეტად გულწრფელიც ვარ, მაგრამ გუშინ საყვედურებიც კი მივიღე მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომ ცოტა აგდებულად ვეკიდებოდი ამ ინიციატივას, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საშუალება არსებობისა,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ​საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, რათა ქვეყანა 2020 წლისათვის სრულად გადავიდეს მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები