თბილისის მერია კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

“ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ“, – განმარტა კალაძემ.

სრული რეაბილიტაცია სამ კილომეტრიან გზას ჩაუტარდება, ასფალტის საფარი 20 000 მ²-ზე მოეწყობა და შეიცვლება გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს.

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები