ოპოზიციის წევრებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიციის წევრებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და გასაღები ხალხს გადასცეს.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “დაბოქლომების” პროცესი გრძელდება.

“​ვაგრძელებთ დაბოქლომების პროცესს. სხვათაშორის, პროკურატურა ხელისუფლებამ და ივანიშვილმა თვითონ დააბოქლომეს და ხალხის ნაცვლად ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ოპოზიცია ვართ ერთიანები. ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარს, შენობის ბლოკირების მიზნით ბოქლომი დაადეს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები