თამარ ჩუგოშვილი: კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის

აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
“აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ. პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება სამწუხაროა. ეს პროცესი რამდენჯერ უნდა გაიაროთ? პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება“, – განმარტა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები