18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა.

მათი სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება.

კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს.

6 პირის – ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, 13:30 საათზე ჩატარდება. ხოლო ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი, 14:30 საათზე გაიმართება.

ასევე, 18 ივნისის აქციაზე დაკავებულები თორნიკე ჩაჩანიძე, ირაკლი ფავლენიშვილის, ვლადიმერ ვართანოვი, გიორგი კოპალიანი, შოთა მათითაიშვილი, ირაკლი მაისურაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ალექსანდრე ლიპარტია, გიორგი მონავარდისაშვილი, დავით გეგიაძე, მიხეილ კაკაურიძე, დაჩი იმედაძე, ლევან ნოზაძე, გიორგი ეკიზაშვილი, ალექსანდრე ნაცარაშვილი, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

სასამართლომ ასევე იმსჯელა “გირჩის” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მის საკითხზე მსჯელობა 17:50 საათზე გაგრძელდება.

ყველა აქტივისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა და მათ დარბაზი წუხელ გვიან რამით დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე 18 ნოემბერსვე გაათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები