მოსამართლემ სამი პირი დარბაზიდან გააძევა – როგორ მიმდინარეობს 18 ნოემბრის აქციებისას დაკავებულთა პროცესი

0

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი