ლიბიაში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინეს

ბეირუთში პარლამენტის შენობა აქციის ათობით მონაწილემ დაბლოკა, გზებზე ბარიკადებია.

ადგილობრივი ტელეარხის LBC-ის ინფორმაციით, აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეშვება არ სურთ და ყველა ავტომობილს ამოწმებენ.

დეპუტატების კოლონას კი, რომლებსაც ბარიკადების გარღვევა და შენობაში შესვლა სურდა, ქვები დაუშინეს. საპასუხოდ დაცვის წევრებმა ჰაერში გაისროლეს.

ლიბანის პარლამენტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

სწორედ დღეს გეგმავდნენ კანონმდებლები ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას, რომელსაც ეწინააღმდეგებიან აქციის მონაწილეები. ანტისამთავრობო ძალები შიშობენ, რომ ამნისტია შესაძლოა იმ ჩინოვნიკებს შეეხოს, რომლებიც კორუფციაში არიან გარეული.

ლიბანში საპროტესტო აქციები, რომელსაც მისი მონაწილეები „რევოლუციას“ უწოდებენ, უკვე 34 დღეა გრძელდება.

ქუჩაში გამოსული ადამიანები პოლიტიკური სისტემის სრულ რეფორმირებას, მოქმედი პოლიტიკოსების გადადგომას ითხოვენ.

18 ნოემბერს ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარემ ნაბი ბერიმ ქვეყანაში შექმნილი ვითარება „ტიტანიკს“ შეადარა აისბერგთან შეჯახების შემდეგ: “ლიბანი-გემია, რომელიც იძირება. თუ ექსტრემალურ ზომებს არ მივიღებთ – ის საბოლოოდ ჩაიძირება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები