იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

0

ნეაპოლში, ესპანეთის სამართალდამცველების მიერ ძებნაში გამოცხადებული, საქართველოს მოქალაქე, 48 წლის ს.ჯ. დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში.

მედიის ცნობით, პოლიციამ ქართველი მამაკაცი თანამზრახველის ბინაში აიყვანა.

ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი. დაკავებულის ექსტრადირება შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს,წერს 1 Tv.ge.

კომენტარები

კომენტარი