შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაში წერია, შსს-ს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. მათივე ინფორმაციით დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები