სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეების დაშლის დროს, პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს. ამის შესახებ აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა გამოაცხადა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დაკავებულია პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები