აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს გაზი არ მიეწოდება

დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა.

“სოკარ ჯორჯია გაზში” ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზად ავარიას ასახელებენ.

მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს სავარაუდოდ, საღამოს აღუდგებათ.

“გუშინ ღამით სატვირთო ავტომობილმა მილსადენი დააზიანა. დაეჯახა მილს, რომელიც მიწიდან ამოდის. სამუშაოები დაწყებულია, აღდგენას დღეს დაასრულებენ და დაიწყებენ ეტაპობრივად გაზის მიწოდებას”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები