ზვიად ძიძიგურის შემდეგ უმრავლესობა “კონსერვატორების” კიდევ 5-მა წევრმა დატოვა

ზვიად ძიძიგურის შემდეგ ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების“ კიდევ 5-მა წევრმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

მისი თქმით, “კონსერვატორები“ ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა.

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრები არიან: გიგა ბუკია – ფრაქციის თავმჯდომარე, მუხრან ვახტანგაძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რულსან გაჯიევი – ფრაქციის მდივანი, ნინო გოგუაძე – ფრაქციის წევრი, პაატა კვიჟინაძე – ფრაქციის წევრი, ზვიად ძიძიგური – ფრაქციის წევრი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ზვიად ძიძგურის გარდა, იმყოფებოდნენ ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია. როგორც ძიძიგურმა განაცხადა, ფრაქციის სხვა წევრები საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები