ნინო წილოსანი: 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა სამთავრობო კრიზისის დიდ რისკს ქმნის (ვიდეო)

2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა, ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე იქნება დამაზიანებელი, – ასე ხნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი “ფეისბუკმიმართვაში” თავის გადაწყვეტილებას კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი იფიქრა და მოხარულია, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცა.

“ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის, ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება, თავისუფალი არჩევანი გამეკეთებინა და ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა, ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე იქნება დამაზიანებელი. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, არ დამეჭირა მხარი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის 2020 წელს.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე 2017 წელს, როცა გუნდის გადაწყვეტილებით კონსტიტუციის რეფორმა მოხდა და პირდაპირპროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან ჩაიდო,” – აცხადებს ნინო წილოსანი.

მან ასევე გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. წილოსანი ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც კანონპროექტს ხმები დააკლდა.

ასევე, წილოსანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ კანოპროექტის ინიციატორი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები