საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ დაწერა.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას”,-წერს ბეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები