შსს-მ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის, ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები