ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებასთან დაკავშირებით, კინოთეატრებთან სამართალდამცველები უკვე მობილიზებულები არიან (ფოტოკოლაჟი)

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება სხვადასხვა კინოთეატრში დღესაც გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კინოთეატრებთან სამართალდამცველები უკვე მობილიზებულები არიან.
“კვირას” ინფორმაციით, კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით კინოდარბაზებს ათვალიერებენ.
​შეგახსენებთ, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გუშინ გაიმართა, რომლის ჩვენება დღესაც დედაქალაქის 5 და ბათუმის 1 კინოთეატრშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები