გია ვოლსკი: ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს

“ამ ინტერვიუს მერე, ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, რას წარმოადგენს ეს გრანდიოზული პროექტი, რომ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ სახელმწიფოს ექნება საშუალება კიდევ მეტი თანხა გადაისროლოს სოციალური პროექტებისათვის”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა, სადაც მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დეტალურად ილაპარაკეს.
​ვოლსკის შეფასებით, ყოველივე ამას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაყვედრების და თავის თავის პოპულარიზაციის გარეშე აკეთებს.
“მაგრამ თავად პროექტი მოემსახურება არა მარტო დღევანდელობას, არა მარტო იმ ხვალინდელ დღეს რასაც ჩვენ უნდა ვაშენებდეთ, ახალგაზრდები მიიღებენ მაღალი დონის განათლება ისე რომ, ის თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს მათ მივლინებაში საზღვარგარეთ, აკუმულირებული იქნება საქართველოში.
ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი აკეთებს საქართველოსათვის ყოველგვარი ზედმეტი დაყვედრების ან თავის თავის პოპულარიზაციის გარეშე.
მისასალმებელია და მე ვფიქრობ ეს არის მომავალი, რაც ჩვენ გვჭირდება – განათლებული თაობა, განათლებული ახალგაზრდობა , ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სოციალური პროგრამები იმ ხალხისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ეს არის მთლიანობაში ყველაფერი ერთად ჩადებული ამ პროექტში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა და ქალბატონი ეკატერინა”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
​ცნობისათვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ისინი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე დეტალურად საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები