ბიძინა ივანიშვილი: განათლების მხრივ, 8 წელიწადში შეგვიძლია პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 8 წელიწადში შეგვიძლია პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ, თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში“, – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. მისი თქმით, 2021 წლიდან განათლებაზე ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25% დაიხარჯება.
„იცით ალბათ, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25%, ეს ძალიან სერიოზულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 8 წელიწადში შეგვიძლია პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ და ჩვენ თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში”,-აღნიშნა მან.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ამაყობს ჩვენი დიდი ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, თუმცა გამოწვევები გვაქვს აწმყოში, რომლებიც უნდა დავძლიოთ.
„ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს და აწმყო გვექნება ღირსეული. ჩემი ოცნებაა, რომ აწმყოშივე მივიღოთ შედეგი, რომ ჩვენ არ ვართ სხვაზე უარესი და ამით ჩვენს ისტორიასაც მივაგოთ მადლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები