“თუ ამხელა სახსრებს დავხარჯავთ, შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ, თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში”

„ეს უნივერსიტეტი იქნება ნაწილი მხოლოდ იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს“, – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.
მისი თქმით, 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25%. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი პრიორიტეტი – ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, თუმცა ეს შეიცვლება და ძირითადი საბიუჯეტო თანხები განათლებაში ჩაიდება.
„იცით ალბათ, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25%, ეს ძალიან სერიოზულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 8 წელიწადში შეგვიძლია პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ და ჩვენ თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში”,-აღნიშნა მან.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ამაყობს ჩვენი დიდი ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, თუმცა გამოწვევები გვაქვს აწმყოში, რომლებიც უნდა დავძლიოთ.
„ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს და აწმყო გვექნება ღირსეული. ჩემი ოცნებაა, რომ აწმყოშივე მივიღოთ შედეგი, რომ ჩვენ არ ვართ სხვაზე უარესი და ამით ჩვენს ისტორიასაც მივაგოთ მადლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები