არჩილ თალაკვაძე: თამარ ჩუგოშვილის სტატია „ვაშინგტონ ეგზამინერიში” დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხია

„თამარ ჩუგოშვილის სტატია არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხები ძირითადად იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ავრცელებს საქართველოს იმიჯის საზიანოდ”,- ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატიას, რომელიც გამოცემაში – „ვაშინგტონ ეგზამინერი” გამოქვეყნდა.
​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ ნაწილსაც უპასუხა, რომელმაც პუბლიკაციის გამოცემაში გამოქვეყნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვად შეაფასა.
„ალბათ, ზუსტად ოპოზიციის ამ ნაწილს არ ესიამოვნა ამ სტატიის წაკითხვა. იქ არის გაკეთებული ძალიან ძლიერი აქცენტები. რაც შეეხება აპელირებას დანახარჯებზე, შემთხვევით ეს ის ოპოზიცია ხომ არ არის, ვინც გრიფით საიდუმლო მუხლით ხარჯავდა მილიონებს ლობისტების დაქირავებაზე და ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის ინტერესებისთვის იყო მიმართული თუ მათი ვიწროპარტიული ინტერესებისკენ, ამას პასუხი ჯერ კიდევ უნდა გაეცეს მათი მხრიდან. ამიტომ, თამარ ჩუგოშვილზე საუბარს, ურჩევნიათ, კითხვებზე გასცენ პასუხი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
​ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, “ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით “რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს.
წერილში, ქართველი დეპუტატი ვრცლად საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები