ირანის უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია.
ამის შესახებ გაზეთი „ტაიმსი“ აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
„მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობას გადის და რეჟიმის მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ იღებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
12 მარტს, გაზეთმა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი საჰაერო დარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა. ჟურნალისტების ცნობით, ირანის ლიდერმა ერთი ან ორივე ფეხი დაკარგა და, როგორც ჩანს, კომაშია.
შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.