სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება

“საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება”,- ამის შესახებ განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

“ჩვენს შემთხვევაში მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი – მისი საჯაროობა. არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები