“მამუკა მდინარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ავსებენ დეკლარაციას; რადგან სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ეს ყველაფერი, ლოგიკურია, რომ ეს საჯარო არ იყოს და ნებისმიერს არ ჰქონდეს საშუალება, რომ იცოდეს, კონკრეტულად სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი” – მაჭავარიანი

“ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათაც იციან სხვა ქვეყნების პრაქტიკა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

ის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაუეება, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა.

“რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ავსებენ დეკლარაციას და ეს დეკლარაციები ჩვეულებრივად თავს იყრის აუდიტის სამსახურში, როგორც დანარჩენი მოხელეების. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ეს საჯარო არ იყოს და ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები”, – განმარტავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები