„პონტოელი ბერძნები აჭარაში, – წარსული და თანამედროვეობა” – მონოგრაფიის წარდგენა გაიმართება

9 ნოემბერს, 15.00 საათზე, სემიოტიკის მე-9 სამეცნიერო კონფერენციაზე, საგურამოში, მონოგრაფიის: „პონტოელი ბერძნები აჭარაში, – წარსული და თანამედროვეობა” – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მონოგრაფიას წარადგენს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე.
მონოგრაფიის ავტორები არიან: მ. გიორგაძე, ნ. მგელაძე, თ. ტუნაძე, ნ. ძნელაძე, მ. ლორია, თ. აბულაძე, ს. ჩხარტიშვილი.
„პონტოელი ბერძნები აჭარაში, წარსული და თანამედროვეობა“ –  წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
მონოგრაფიაში განხილულია პონტოელ ბერძენთა აჭარაში დასახლების ისტორია; მიგრაციისა და უკუმიგრაციის საკითხები; პონტოელ ბერძენთა მეურნეობა, მატერიალური კულტურა და საზოგადოებრივი ყოფა; პონტოელ ბერძენთა ტრადიციული სულიერი კულტურა, ფოლკლორი; პონტოური დიალექტის ძირითადი ლინგვისტური თავისებურებები.
წიგნი ეყრდნობა საარქივო და კომპლექსური საველე ექსპედიციების მასალებს, დართული აქვს მდიდარი ფოტო და აუდიომასალა.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები