დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი სრულდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა სრულდება,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე დავასრულებთ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს. შემდგომში მექნება კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე ოპოზიციის და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, რომლებიც არიან კომიტეტის წევრები. ასევე, მე ვგეგმავ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციის გამართვას”,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო, რიგით მეოცე კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები