თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
 
მათივე ცნობით, ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ ასათიანის, საბურთალოს, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის და ირინა ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ორხევის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ძეგლევის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, მაზნიაშვილის, ტერენტი გრანელის, მარჯანიშვილის, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები