გია გაჩეჩილაძე: საქართველო მსოფლიოში პირველ ათეულში იმყოფება ინტერნეტის თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით და ეს ციფრებითაცაა გამოხატული

“თავისუფალი მედიისა და ინტერნეტსივრცეზე თავისუფალი წვდომის გარეშე არანაირი დემოკრატია არ არსებობს. სასიხარულოა კვლევის ის ნაწილი, სადაც თვითონ “FREEDOM HAUSE” ამბობს, რომ უზარმაზარი მიღწევებია ამ თვალსაზრისით. მსოფლიოში პირველ ათეულში იმყოფება საქართველო ინტერნეტის თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით და ეს ციფრებითაც არის გამოხატული”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რის საფუძველზეც შესაძლებელია განვლილ წლებთან პარალელის გავლება საქართველოში ინტერნეტიზაციის და მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდის მიმართულებით.

“არსებობს ოფიციალური მონაცემები, რომ საქართველოში უკვე ინტერნეტიზებულია დასახლებული პუნქტების თითქმის 75 პროცენტი. 2012 წელს, ეს შეადგენდა მხოლოდ 41-42 პროცენტს. კარგად ჩანს რამდენად არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა.

მობილური ქსელის აბონენტები 2 მილიონ 950 ათასია, როდესაც მათი რაოდენობა 2012 წელს იყო 980 ათასი. მე ასევე გავახსენებ მოსახლეობას, რომ როდესაც 2012 წელს დაიწყო საარჩევნო პერიოდი და ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ყველა ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიგვეტანა, ვცდილობდით, რომ მოსახლეობისთვის თეფშები დაგვეყენებინა, რა ომი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თეფშები არ განთავსებულიყო რაიონებში და სოფლებში. ახლა შეადარეთ, ჩართეთ და ნახეთ რამდენი ტელევიზიაა”,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები