გიორგი ქობულია: “ბლექ სი არენას” ვერ ვტვირთავთ და ბიუჯეტიდან ამის შენახვაზე დიდი ფული იხარჯება

“ჩვენ გვჭირდება რეალური კომერციული ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ და კომერციულ პროექტებს შექმნიან, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და მაგალითად შეკვეთილში მდებარე “ბექ სი არენას” პროექტი მოიყვანა.

როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, სახელმწიფო ბალანსზე არსებული საკონცერტო დარბაზის შენახვაზე თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულს ეკონომიკისთვის სიკეთე მოეტანა.

“ჩვენ გვჭირდება რეალური კომერციული ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ და კომერციულ პროექტებს შექმნიან. მაგალითად ავიღოთ “ბლექ სი არენა” უზარმაზარი ფული დაიხარჯა იგივე “ქართუ ფონდისგან” და რა მივიღეთ შედეგად? ეს არის უძვირფასესი შენობა, რომელიც გადმოეცა სახელმწიფოს, რომელსაც ვერ ვტვირთავთ და ბიუჯეტიდან ამის შენახვაზე დიდი ფული იხარჯება. იმისათვის, რომ ეს დავტვირთოთ ვაწყობთ კონცერტებს, ბიუჯეტიდან კი 50-70%-იანი სუბსიდირება ხდება. ამ კომპლექსის ზეგავლენა სამუშაო ადგილებზე და იმ რეგიონის ეკონომიკურ აქტივობაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

​ეს ქველმოქმედებითი ინვესტიცია კარგად ნაფიქრი არ იყო, ასე შეიძლება მოხდეს წყალტუბოს შემთხვევაში და ის რეაბილიტირებული სასტუმროები ვერც გაიყიდოს და გადმოეცეს სახელმწიფოს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები