სამხრეთკავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობა 33 %-ით გაიზარდა
სამხეთკავკასიური გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გამტარუნარიანობა 33 %-ით გაიზარდა.
როგორც BP-Azerbaijan-ი იუწყება, გზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაზე გაწულმა ხარჯებმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 33 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.
დღეისათვის გაზსადენის ყოველდღიური გამტარუნარიანობა 28 მლნ კუბურმეტრს შეადგენს,რაც 7 მლნ კუბური მეტრით,ანუ 33 %-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
გაზსადენი ექსპულატაციაში 2006 წელს შევიდა და მისი მეშვეობით ბუნებრივი აირი აზერბაიჯანს,საქართველოს და თურქეთს მიეწოდება.
გაზსადენის ძირითადი აქციონერები არიან BP (28.8%), TPAO (19%), AzSCP (10%), SGC Midstream (6.7%), Petronas (15.5%), LUKoil (10%), NICO ( 10%)