“სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს და გარკვეულწილად უზრუნველყოს ის ბალანსი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში შრომითი უსაფრთხოების საკითხებში დარღვეული იყოს”

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ჩაერიოს და გარკვეულწილად უზრუნველყოს ის ბალანსი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში შრომითი უსაფრთხოების საკითხებში დარღვეული იყოს, – ამის შესახებ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ სტანდარტები არსებობდეს, მეორე მხრივ კი არსებობდეს ურთიერთობების კულტურა სამუშაო გარემოში, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული პერმანენტულად იქონიებენ ერთმანეთთან ურთიერთობას იმისთვის, რომ როგორც კომპანიის ისე თითოეული დასაქმებულის უფლებები უკეთესად იყოს დაცული. იქ, სადაც ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც ყველა სხვა სფეროში ასევე შრომითი უფლებების კუთხითაც სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები გარკვეულწილად უზრუნველყოს ის ბალანსი რომელიც შეიძლება იყოს დარღვეული კონკრეტულ შემთხვევებში”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შრომის კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები