ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ლარის გაუფასურებს უკავშირებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ განაპირობა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გვენეტაძემ განაცხადა, ლარის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება სანამ არ ამოიწურება ლარი გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. გვენეტაძე დარწმუნებულია,რომ მარტიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს.საშუალოვადიან პერიოდში კი, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები