ვალუტის ყიდვა-გაყიდვით ბანკებმა 300 მილიონზე მეტი მოიგეს – ვინ არის ლიდერი ამ ოპერაციებიდან მიღებული მოგებით

მიმდინარე წლის 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 303 მლნ ლარზე მეტი გამოიმუშავეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან საბანკო სექტორმა 77 მლნ -ით იზარალა, შესაბამისად, ბანკების წმინდა მოგებამ 227 მლნ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების ტოპ -5 ვალუტის ყიდვა – გაყიდვიდან მიღებული მოგებით ასე გამოიყურება:
თიბისი – 132 მლნ. ლარი
საქართველოს ბანკი – 107. 5 მლნ.ლარი
ვითიბი ბანკი – 21.3 მლნ. ლარი
პროკრედიტ ბანკი – 13.9 მლნ. ლარი
ლიბერთი ბანკი -13 მლნ. ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები