ინფლაცია საქართველოსა და მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – სად გაიზარდა ყველაზე მეტად ფასები?

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ინფლაცია, ანუ სამომხმარებლო კალათის ღირებულება 6.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, სურსათზე ფასები 13.5%-ით, ჯანდაცვაზე 3.2%-ით, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე 13.8%-ით, ტრანსპორტზე კი 3%-ით გაიზარდა.

რა ხდება ამ თვალსაზრისით საქართველოს სამეზობლოში და სავაჭრო პარტნიორებთან.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი 9.3 პროცენტი თურქეთში დაფიქსირდა. მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი უკრაინაშიც 7,5 %. 5.3 % -იანი ინფლაცია დაფიქსირდა ბელორუსში. რუსეთში 4 %. 2.6 %-ს არ აჭარბებს ინფლაცია აზერბაიჯანში. ამ თვალზაზრისით ყველაზე უკეთ მდგომარეობა სომხეთშია,სადაც ინფლაციის მაჩვენებელი 0.5 %-ს არ აღემატება. რაც შეეხება აშშ-ს და ევროზონას აქ ინფლაცია შესაბამისად 1.7 და 0.8 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები